logo_geo
eng_logo
რას უმზადებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს 2017 წელს?!
- +

1 იანვარი. 2017. 21:25



ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2017 წლის პირველი ნახევარი ყველაზე წარმატებული იქნება კუროსა და სასწორის ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. მისი თქმით, წლის მეორე ნახევარში ფავორიტები შეიცვლება და მათ ადგილს უკვე მორიელი დაიკავებს. როგორც ცაგარელმა აღნიშნა, სიფთხილე მართებთ ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს, რადგან მათ შეიძლება მეტი დაპირისპირება და პრობლემა ჰქონდეთ.

 

„რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს დასავლური კალენდრით, ფავორიტები გვყავს წლის პირველ ნახევარში - კურო და სასწორი. კარგად იგრძნობენ თავს მერწყული და ტყუპებიც. ესენიც ფავორიტ ნიშნებში შეიძლება ჩავწეროთ. შედარებით არაუშავს მომავალი წლის პირველ ნახევარში თხის რქასა და ქალწულს.

 

წლის მეორე ნახევარში, დაახლოებით ოქტომბრის შემდეგ, მთავარი ფავორიტი იცვლება. ანუ სასწორის ნაცვლად იქნება მორიელი. მაგრამ წლის დასაწყისში მორიელს უჭირს, ამიტომ მორიელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ოქტომბრამდე. მერე იწყება მისთვის ვარსკვლავური დრო.

 

გაისად ყველაზე პრობლემური ნიშანი არის მშვილდოსანი. მშვილდოსანს ყველაზე დიდი პრობლემები ელოდება. სირთულეები, ავარიები, ტრავმები, კონფლიქტები და სხვადასხვა სახის უსიამოვნებები ამ ნიშანს ელოდება.

 

რაც შეეხება აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებს, მამლის წელში დაბადებულებს აქვთ ძალიან კარგი წელიწადი. ასევე, კარგი წელი ექნებათ ხარის, გველისა და დრაკონის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც დიდი წარმატება აქვს ცხენს, მაგრამ საშუალო დონეზე არაუშავს. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ამ პერიოდის განმავლობაში ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანი, შეიძლება მას უფრო მეტი პრობლემები და დაპირისპირებები ჰქონდეს", - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner