logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი: სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებ!
- +

24 მარტი. 2016. 23:22


"დიდი ალბათობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებ,თუმცა კენჭს სად ვიყრი, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს."  - განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა 2030-ში სტუმრობისას.


გადაცემაში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გორში "ქართულმა ოცნებამ" გუნდის ერთიანობა ვერ შეინარჩუნა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მის გუნდთან საერთო ენის გამოძებნა, პარტნიორობა და მეგობრობა დასჭირდა,


ხელმძღვანელების გარეშე დარჩენილი ქალაქი ერთი თვის მანძილზე პარალიზებული იყო. ამის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამიტომ, კომპრომისი გამოინახა. ჩვენმა წარმომადგენლებმა გარკვეული თანამდებობები დაიკავეს, სადავეები ხელში ავიღეთ და ასე ვთქვათ, მარშრუტს ვუკვეთავთ. თუმცა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციების შედეგად ვიღებთ."- აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.


როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, გორში, რომელიც მისთვის მშობლიური ქალაქია, იდგება თუ არა სტალინის ძეგლი, მხოლოდ გორელების უმრავლესობა უნდა წყვეტდეს.


თუ ძეგლის დადგმა ადგილობრივი გავლენიანი მამამების მიერ მხარდაჭერილი 200-300 ადამიანის კაპრიზია, მომხრე არ ვიქნები, მაგრამ თუ ქალაქის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ  ქალაქში სტალინის ძეგლი უნდა იდგეს, შესაძლებელია - დაიდგას." - განაცხადა გორის საკრებულოს  თავმჯდომარის მრჩეველმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×