logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს
- +

3 იანვარი. 2017. 12:18


 


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ თუკი „ქართული ოცნება" პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: „ოცნება" პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი".


უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილთან არ უსაუბრია, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია.


უსუფაშვილის აზრით, პრეზიდენტი შესაძლოა ივნისში გადადგეს.


„ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს", - განაცხადა უსუფაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner