logo_geo
eng_logo
ილია II-ის წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბორის ელცინს - 1993 წელი
- +

5 იანვარი. 2017. 15:40


 

 


გაზეთმა „კვირის პალიტრამ" ილია II-ის რამდენიმე ექსკლუზიური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც შესულია წიგნში „ჩვენი პატრიარქი".


ეს წერილი, 1993 წელს არის დაწერილი, ადრესატი კი რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ბორის ელცინია.


„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბორის ელცინს


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბოლო დროს საქართველოში მომხდარმა მეტად მძიმე მოვლენებმა ჩვენს ხალხში დიდი მღელვარება გამოიწვია. უკვე რამდენიმე დღეა რუსეთის ფედერაციის ავიაცია და ჯარის ნაწილები აფხაზ სეპარატისტებთან ერთად გამუდმებით ბომბავენ ქალაქ სოხუმს. არის მრავალი დაჭრილი და მოკლული მშვიდობიან მოსახლეობაში.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, ვითხოვთ თქვენს უშუალო ჩარევას ამ მოქმედებათა აღსაკვეთად, რადგან ისინი მეტად უარყოფითად იმოქმედებენ ჩვენი ერთმოწმუნე ხალხებისა და სახელმწიფოების მრავალსაუკუნოვან კეთილ ურთიერთობებზე.

 

საქართველო მეტად აფასებს თქვენ თავდადებულ ღვაწლს, გაწეულს სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.

 

გისურვებთ ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

 

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 16 მარტი, 1993 წელი".


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner