logo_geo
eng_logo
გივი სიხარულიძე: როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა, ძალიან მეწყინა
- +

11 იანვარი. 2017. 21:13


 


მწერალი, მსახიობი გივი სიხარულიძე ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან ეწყინა, როდესაც ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.


„როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა ძალიან მეწყინა. ის ერთად-ერთი კაცი იყო, რომელიც ამერიკის, ევროპის და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს დარიგებებს ყურად არ იღებდა. ბაიდენი რომ გამოვიდა, მთელ მსოფლიოს თითი დაუქნია და უთხრათ, ქვეყნები, რომლებიც  არ მიიღებენ კაცის-კაცზე გათხოვებას ან ქალის-ქალზე ექნებათ პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შემდეგ გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ ჩემს ქვეყანაში მწამს ეროვნული ოჯახი, სიწმინდე, სისუფთავე, პატიოსნება, რასაც ჰქვია ქალის და კაცის ქორწინება", - განაცხადა სიხარულიძემ. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner