logo_geo
eng_logo
ზურაბ ბიგვავა: სააკაშვილს ცუდი პერიოდი აქვს... ნელ-ნელა ქრება...
- +

13 იანვარი. 2017. 11:47


 


„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში აფასებს:


„პრინციპში, ის ნაწილი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უწოდებენ, ყველაზე კრეატიულ, განათლებულ და მოაზროვნე ჯგუფად მიიჩნევა და ამიტომაცაა, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის" ელიტას ეძახდნენ. გასაკვირი არაა, რომ მათ იდეოლოგიურად მდგრად და ჩამოყალიბებულ ადამიანებად მოიაზრებენ. პრაქტიკულად, ეს ჯგუფი იყო პარტიის ლიდერთა ნაწილი", - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.


აქვე ბიგვავამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება. სიმართლე გითხრათ, ძალიან მებრალება სააკაშვილი, რადგან მას კარგი მომავალი არ უჩანს", - აღნიშნავს ბიგვავა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×