logo_geo
eng_logo
თემურ ცაგურია: ზვიადი ხალხს სიგიჟემდე უყვარდა...
- +

23 იანვარი. 2017. 04:04


 

„ზვიად გამსახურდია ყოველთვის თავს არიდებდა თამადობას და ამიტომაც სულ ადგილობრივი მწყემსები იყვნენ სუფრაზე თამადად. სხვათა შორის მწყემსებივით კარგი მოსაუბრე ხალხი იშვიათად მინახავს. საოცრად ნიჭიერები, ლაღი და ლამაზი ხალხია. მეცხვარეებთან ყოფნა, ის სითბო და სიკეთე აისახა სიმღერაში - „მივალ მივყვები..." ქართველ მეცხვარეებს მივუძღვენი ეს სიმღერა, რომელიც შემდეგ ამდენად პოპულარული გახდა" , - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ ცაგურია ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ცაგურია საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით სასიამოვნო მოგონებას იხსენებს და ჰყვება, როგორ დაიწერა ცნობილი ლექსი და სიმღერა - "მივალ მივყვები, თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა..."

 

„ეს ჩემი სიმღერა არ გახლავთ! მზია დიაკვნიშვილის სიმღერაა ჩემს ლექსზე! ვინც იმღერებს და პოპულარულს გახდის, მისი ჰგონიათ. მე ძალიან მიხარია ამ სიმღერაზე რომ ამბობენ ხალხურიაო. ესეიგი ხალხის გულიდან ამოსული ჰგონიათ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა!.. მზიამ მაჩვენა მელოდია და მისი მელოდიის მიხედვით შევქმენი ლექსი. იმ პერიოდში გასტროლები მქონდა -დაღესტანში, ყიზლარში მეცხვარეებთან... ფილარმონიიდან გვაგზავნიდნენ და მეცხვარეებთნ ვმართავდით კონცერტებს. ჩვენს ცხვარს მიერეკებოდნენ იქ საზამთრო იალაღებზე, სადაც გამოაზამთრებდენ და შემდეგ ისევ უკან აბრუნებდნენ... იქ პატარა სახლები იდგა სადაც მწყემსები ცხოვრობდნენ. ჩვენი კონცერტები ხშირად ღია ცის ქვეშ იმართებოდა. იმ პერიოდში ყიზლარში გადასახლებაში იყო -ზვიად გამსახურდია. მას ერთი კონცერტიც კი არ გამოუტოვებია. წავიდოდით მწყემსებთან, ვიქეიფებდით, მათ მოვეფერებოდით, ისინი გვეფერებოდნენ და ვბრუნდებოდით უკან. დაახლოებით 30 კონცერტზე წამომყვა და ამ ხნის განმავლობაში ძალიან დავახლოვდით... ზვიადი სუფრაზე ძალიან მხიარული და ლაღი იყო, იუმორით და სიყვარულით სავსე... იქ ხალხს სიგიჟემდე უყვარდათ. ზვიადი მათთვის იყო როგორც ლამპარი, ხატი... უზარმაზარი პატივისცემა ჰქონდა ხალხს მის მიმართ და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი სუფრაზე მის გვერდით. თუმცა ზვიადი პოლიტიკაზე საუბარს როგორც კი დაიწყებდა, მაშინვე სულ სხვანაირი ხდებოდა. ეტყობოდა დიდი გულისტკივილი და ამიტომაც პოლიტიკაზე საუბარს მასთან ყოველთვის ვერიდებოდი. მე ძალიან შორს ვარ პოლიტიკიდან. ზვიადიმ თავის დროზე შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი... პოლიტიკაში ყოფნას ყველა მთავაზობდა, ვინც კი მთავრობაში იყო, მაგრამ დღემდე ძალიან შორს ვრჩები მაგ სფეროდან... მე ჩემი პოლიტიკა, ჩემი გიტარა და სიმღერები მაქვს!" , - იხსენებს ცაგურია.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner