logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: არ გაჩნდება მათ მიმართ ნეგატივი!
- +

26 მარტი. 2016. 00:31


თავ-პირი უნდა დავუმტვრიოთ მათ დღე და ღამე"- აღნიშნული განცხადება გადაცემა „პრიორიტეტის" წამყვანმა, მაკა რაზმაძემ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს შეახსენა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილმა ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ გააკეთა.


ზაზა პაპუაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობა," როგორც თემა, ამჟამად ამოწურულია, თუმცა თუ თავის დროზე ეს განცხადება გააკეთა ამისთვის არგუმენტებიც არსებობდა.



„სულ ვცდილობ, რომ ასეთ მინდორზე არ გადმოვიდე. ჩემი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ საქვეყნოდ არის ცნობილი, აღარ მსურს ამ თემაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ისინი არც  ჩვენი ტოლი და სწორი არიან და არც ღირს მაგათზე ლაპარაკი. ეს აღარ არის ჩემი თემა.  თუ მათ  მიმართ იყო ნათქვამი, რასაკვრიველია მათ მიმართ ვთქვი.

 

„ნაციონალებს" უნდათ ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და კვირიკაშვილზე ნეგატივი გაჩნდეს, მაგრამ არ გაჩნდება მათ მიმართ ნეგატივი! 

როგორც ბნელ ხალხს სინათლის ეშინიათ, ასე ეშინიათ ნაციონალებს სიკეთის."- განაცხადა პაპუაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×