logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ბოკერია-უგულავას „რუსთავი 2″-დან ნამდვილად არაფერი ერგებათ
- +

29 იანვარი. 2017. 20:13




„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" ინტერვიუში „რუსთავი 2" -თან და „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრობს. როგორც მამრაძე აღნიშნავს, ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფს აღნიშნული ტელევიზიიდან არაფერი ერგებათ.


„ყარამანაშვილები, ცრუმაგიური პირები არიან და სააკაშვილმა მათზე გადააფორმა „რუსთავი 2″. შეგახსენებთ, სწორედ ძმები ყარამანაშვილები ხვდებოდნენ და აცილებდნენ სააკაშვილს კიევის აეროპორტში, როდესაც „ვარდების რევოლუციის" წინ დადიოდა მოსკოვში კიევის გავლით, იმისთვის, რომ მერე ეთქვა, რომ კიევში იყო და მოსკოვი საერთოდ არ ეხსენებინა. ეს ვიცი ჩემი კიეველი ქართველი ნაცნობებისგან, რომლებიც ამ სცენას რამდენჯერმე შეესწრნენ.

 

ბოკერია-უგულავას „რუსთავი 2″-დან ნამდვილად არაფერი ერგებათ. თუ ხალვაში მოიგებს სასამართლოს (რომელიც ასევე ცრუმაგიური პირი იყო) და ოქრუაშვილმა მართლაც გამოაჩინა რაღაც საბუთები, როგორც დაგვპირდა, მაშინ რა იქნება, ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება კეზერაშვილს, „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით იგი ვერაფერს ვერ იზამს, ვინაიდან სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ოფიციალური საბუთების საფუძველზე; ასეთ საბუთში კი კეზერაშვილი, რამდენადაც ვიცი, არ ჩანს.

 

სამაგიეროდ კეზერაშვილმა შეიძლება თავისი როლი შეასრულოს როგორც არაფორმალურმა დამფინანსებელმა. შეგახსენებთ, რომ სამფრანგეთში მისი დაკავების დროს, სააკაშვილმა მიმართა საფრანგეთის ხელისუფლებას მისი განთავისუფლების თაობაზე, ამ წერილში კეზერაშვილი სწორედ პარტიის მთავარ დამფინანსებლად მოიხსენია. რაც შეეხება კეზერაშვილის ფულს, ეს არის ის ფული, რაც სააკაშვილმა გააკეთებინა, როცა თავდაცვის მინისტრობის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში კეზერაშვილი გავლენიან მულტიმილიონერ თუ მილიარდერ ბიზნესმენად მოგვევლინა. ჩემთვის ძნელი სათქმელია, რა პოზიციას დაიკავებს ამჯერად კეზერაშვილი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ იგი თავიდანვე პირადად მიშას კაცი იყო და ბოლომდე დარჩა იმ ერთ-ერთ ადამიანად, ვინც სააკაშვილს მერაბიშვილისა და ადეიშვილის კონტროლის გარეშე უკავშირდებოდა.

 

ამ დაყოფის დროს ფინანსურ ინეტერესებს დიდი მნიშვნელობა აქვს - ამაზე ვრცლად ისაუბრა „ნაცების" ვეტერანმა ოთარაშვილმა, რომელიც დაგვპირდა, რომ ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც მოხდა, მხოლოდ ჟურნალად მოგეჩვენებათო. მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში "ნაცმოძრაობის" ელიტა იმდენად გათავხედდა, რომ მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობდნენ, ყველას ესმოდა, რომ მიშას საქმე წასულია და გამალებით ცდილობდნენ მაქსიმალურად გამდიდრებულიყვნენ. დღეს „ნაცმოძრაობის" „ელიტა" „გასულებიც" და „დარჩენილებიც" მილიონერები არიან, მაგრამ პოლიტიკის გულისათვის თავის ქონებიდან კაპიკსაც არ გაიღებენ, თუ არ ექნებათ გარანტია, რომ ასეთი ინვესტირებით კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვიან", - აღნიშნა მამარაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×