logo_geo
eng_logo
კახი კავსაძე: სწორედ იმ დროს შემოვიდა პავილიონში ბელა, როცა შიშველი ქალი ყურძენს მაჭმევდა
- +

5 თებერვალი. 2017. 02:32


 

 

„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ", - კახი კავსაძე მართლაც, ნამდვილი არტისტია და ამაში იგულისხმება მისი მომხიბვლელობა, ნიჭიერება, მუსიკალურობა, ტემპერამენტი, ენაწყლიანობა, სიკეთე, ოპტიმიზმი... მსახიობი ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში მეუღლეს ბელა მირიანაშვილს იხსენებს.


„მე და ბელამ, მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ გასტროლებზე ერთად წასვლა, მერე კი სულ მარტოს მიწევდა გამგზავრება. პირველი გასტროლი ბელას ავადმყოფობის შემდეგ, დასავლეთ ბერლინში დაიგეგმა. უხასიათოდ ვიყავი. ბელამ მკითხა: რა გჭირსო? - აი, შენ რომ ვერ მომყვები, ცუდ ხასიათზე ვარ. ხომ ვიცი, იქ იქნება შეხვედრები, მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. მე კი ასეთი განწყობით, ვერაფერს ვიმღერებ, გამორიცხულია-მეთქი. წავედი. რუსთაველის თეატრისთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი გასტროლი და ამის გამო, გამოხმაურებაც განსაკუთრებული ჰქონდა, როგორც გერმანულ, ისე ქართულ პრესაში. გაზეთ „კომუნისტში" დაიწერა წერილი სათაურით - „კახი კავსაძემ თავისი სიმღერით მოხიბლა ევროპა"  და იქვე ფოტოც არის გამოქვეყნებული: ბიჭებთან ერთად ვდგავარ, პირი მაქვს ბეჰემოთივით დაღებული და მთელი გრძნობით ვმღერი. გასტროლებიდან როცა დავბრუნდი, ბელა სახლში ამ გაზეთით ხელში დამხვდა და გულიანად იცინოდა. გაზეთი არ მქონდა ნანახი და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. აი, ასეთი სიტყვის კაცი ხარ შენო, - ზუსტად ასე მითხრა", - იხსენებს კავსაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner