logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა...
- +

17 თებერვალი. 2017. 03:01


 

„შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა, მოსახლეობას აპანიკებს და ასე შემდეგ", - ამის შესახებ „რუსთავი 2"- ის პირდაპირ ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა. 


„შარზეა ყველა, ვინც ამბობს, რომ ხელისუფლება რაღაცაში ერევა, მოსახლეობას აპანიკებს და ასე შემდეგ... პროკურატურას ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მაშინ როგორი მითქმა-მოთქმა და ჭორაობა ატყდებოდა?! ამიტომ გაკეთდა განცხადება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ იყო შეთქმულება და ეს შეთქმულება იქნა ჩაშლილი. ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია, რომ ხელისუფლება ამაზე რეაგირებს, დანარჩენ ყველაფერზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჩვენ პროკურატურისგან ვიცით ერთადერთი რამ, რომ  ბრალდების მთავარი მოწმე ვინც არის, ჯერ ჩვენებასაც არ იძლევა და ამ დროს მე ვერსიები მოვისმინე, რომ თურმე საპატრიარქოში გადატრიალებას გეგმავენ, ვის ვისი მოკვლა უნდა... მთელი სია ჩამოთვალეს", - განაცხადა ძიძიგურმა.


 

right_banner
არქივი
right_banner