logo_geo
eng_logo
„არჩევნებამდე“ ერთი კვირით ადრე ალექსანდრე ანქვაბმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა“
- +

6 მარტი. 2017. 01:26



გაზეთი „რეზონანსი" სტატიაში სათაურით „ეშაფოტი გზის ბოლოს"წერს, რომ  „ოკუპირებულ სოხუმში გასამართ „საპარლამენტო არჩევნებამდე" ერთი კვირა დარჩა. ყოფილი „პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილმა ამ „არჩევნებს" უფრო მეტი სიმწვავე შესძინა. აფხაზეთის მედია აქტიურად აშუქებს აქციებს, რომელიც ანქვაბის მოწინააღმდეგეების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს".  გაზეთმა, გასახსნელად გამზადებული „პანდორას ყუთი" სოხუმში / „არჩევნებამდე" ერთი კვირით ადრე ალექსანდრე ანქვაბმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

 

„აფხაზეთის ომის ვეტერანებმა 28 თებერვალს გუმისთის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს და "საპარლამენტო არჩევნებში" ალექსანდრე ანქვაბის მონაწილეობა გააპროტესტეს. ვეტერანებმა აფხაზეთის "პროკურატურას" მიმართეს, გამოიძიონ 1994 წლის საომარი მოქმედებების დროს "აფხაზეთის პოლიციის" განიარაღებისა და "საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების უკანონოდ გადაცემის" ფაქტები. აქციას ალექსანდრე ანქვაბი წერილობით გამოეხმაურა და და აქციის ორგანიზატორებს "პანდორას ყუთის" გახსნა არ ურჩია", - აღნიშნავს გამოცემა.


„მადლობა ყველას, ვინც მე მხარს მიჭერს! ასევე ვაკვირდები ამა თუ იმ ძალია მცდელობას, აწარმოონ ანტიანქვაბური აქციები. მსურს, ამ აქციების ორგანიზატორებს ვურჩიო, ნუ ეცდებით ხელახლა გახსნათ "პანდორას ყუთი", არ ღირს ამ გზით სიარული, რომლის ბოლოსაც ნაჯახებიანი ეშაფოტია!" - წერს ალექსანდრე ანქვაბი. ცსკ-მ იგი სამი საინიციატივო ჯფუფის წარდგენის საფუძველზე დაარეგისტრირა და კენჭს გუდაუთის მე-18 საარჩევნო ოლქში იყრის. აქ მას უპირისპირდებიან რუსლან გაგულია, ალხას ხაგბა, დიმიტრი მუშბა და ზურაბ ოტირბა, თუმცა ანქვაბის დარეგისტრირების შემდეგ მუშბამ და ოტირბამ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, ხოლო პარტია "ამცახარამ", რომელიც ანქვაბის მომხრეებითაა დაკომპლექტებული, საკუთარი კანდიდატურა არ წამოაყენა", - განაგრძობს გამოცემა.


„დღეს აფზახეთში იბრძვის ორი ძალა - პრორუსული და პროაფხაზური. პროაფხაზურ ფრთას მიეკუთვნება ალექსანდრე ანქვაბი, ის არ არის ხაჯიმბას მსგავსი ლიდერი, რომელიც ცდილობს რუსეთს მიჰყიდოს აფხაზეთი, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობის წინააღმდეგი არ ის არის. მე მას პირადად ვიცნობ, ერთად ვმუშაობდით წლების მანძილზე. ალექსანდრე ანქვაბის ავტორიტეტი მუდამ იყო შეუზღუდავი, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან არ ცხოვრობს სოხუმში, ის მაინც იყო ლიდერი და თვალსაჩინო მოღვაწე. ყოველთვის იყო პრინციპული და ობიექტური პოლიტიკოსი და არასდროს ჰქონია ისეთუ რადიკალური დამოკიდებულება ქართველების მიმართ, როგორც სხვებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველების მომხრეა. სულით და გულით არის ნამდვილი აფხაზი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრი ლონდერ ცაავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×