logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: ახლა გაახსენდათ წილების გადაცემა?! მანამდე რატომ არ გააკეთეს?!
- +

30 მარტი. 2017. 18:22



ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა „რეზონანსის" შეკითხვას - „როგორ შეაფასებთ ძმები ყარამანიშვილების მიერ „რუსთავი 2"­ის საკონტროლო პაკეტის ტელეკომპანიის თანამშრომლებისათვის გადაცემას? პასუხობს:


ახლა გაახსენდათ წილების გადაცემა? მანამდე რატომ არ გააკეთეს? მეორეც, როგორც ვიცი, სანამ ქონება დაყადაღებულია, ვერავინ ვერაფერს შეცვლის. მოდით, დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, მათ უკვე იციან, რომ შესაძლოა, ეს საქმე მათთვის ცუდად დამთავრდეს და ახლა ცდილობენ, წილები თანამშრომლებს გადაუნაწილონ", - აცხადებს ხურცილავა.

 

ლევან და გია ყარამანიშვილები მზად არიან, შპს ტელეკომპანია „საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტი - 51% „რუსთავი 2"­ის თანამშრომლებს გადასცენ. შეგახსენებთ, რომ შპს „საქართველო" „რუსთავი 2"­ის აქციათა საკონტროლო პაკეტის 51%­ის მფლობელია.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×