logo_geo
eng_logo
გივი ბერიკაშვილი: მაგისი ვალიც ჩემს ნისიებს მიუმატე, გალაკტიონია-მეთქი!
- +

16 აპრილი. 2017. 19:25


 

„ჯიხურთან გალაკტიონი იდგა და არაყს სვამდა", - გაიხსენა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა გალაკტიონ ტაბიძესთან სოხუმში შეხვედრა.


გივი ბერიკაშვილი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სოხუმის თეატრში წავიდა. იქ უმრავლესობა დამწყები მსახიობები იყვნენ და უჭირდათ. ხელფასი 62 მანეთი ჰქონდათ, უცხო ქალაქში ეს თანხა არ ჰყოფნიდათ.


„თეატრის წინ პატარა ჯიხური იდგა. ერთხელ დავინახე, ამ ჯიხურთან გალაკტიონი იდგა და არაყს სვამდა. გამყიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, მსახიობებს ყველაფერს ნისიად გვაძლევდა. ერთ დღესაც მეძახის - გივი!!! - რა ხდება-მეთქი? - აი, ის წვერებიანი კაცი ვინ არის? ყოველდღე მოდის, არაყს სვამს, ფულს არ იხდის და არც არაფერს ამბობსო. - შენი ჭირიმე, არაფერი უთხრა, მაგისი ვალიც ჩემს ნისიებს მიუმატე, გალაკტიონია-მეთქი. - არ ვიცი, ფული გადაიხადოსო. არ იცოდა, ვინ იყო გალაკტიონი. მერე ეტყობა, მისი ლექსები წაიკითხა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიძახა, - ამ დილით გალაკტიონი მოვიდა, ფული „პაჩკით" მოიტანა, შენი ვალი რამდენი მაქვს, გამოაძვრეო. ზუსტად იმდენი ავიღე, რამდენიც მეკუთვნოდა. მან კი ერთი იმდენი დამიმატა, ჩემნაირი კაცი რომ მოგივა და სასმელს დაგილევს, იმას უკან არ გამოეკიდო, მათ ვალში აიღეო", - იხსენებს გივი ბერიკაშვილი.

 



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner