logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: შეიქმნა დაბალი, ღია, ნახევრად-ღია და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები
- +

18 მაისი. 2017. 16:56



„შეიქმნა 4 ტიპის დაწესებულება", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" განაცხადა და სასჯეაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.


როგორც კახიშვილმა აღნიშნა, შეიქმნა 4 ტიპის დაწესებულებაა, ესაა: დაბალი, ღია, ნახევრად-ღია და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები.


„ფაქტობრივად პენიტენციური სისტემა არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს არის ციხე, ამიტომ, ერთი მხრივ ადამიანის უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ, უნდა შესრულებულიყო ის სარეჟიმო მოთხოვნები, რომელიც ჩაჯდებოდა ევროკავშირის სტანდარტებთან. დაიწყო ეტაპობრივი პროგრამები და პირველ რიგში, ციხეები გადანაწილდა რეჟიმებისა და რისკების მიხედვით. შეიქმნა 4 ტიპის დაწესებულება, ესაა: დაბალი, ღია, ნახევრად-ღია და განსაკუთრებული რისკის დაწესებულება, რაც საქართველოში აქამდე არ მოქმედებდა", - ამბობს კახიშვილი.


მინისტრის თქმით, ყველა დაწესებულებაში განსხვავებული მდგომარებაა. მაგალითად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულება დახურულია და 24 საათის განმავლობაში ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს.


„განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში დახურულია სივრცე. ესაა დაწესებულება, სადაც 24-საათიანი მეთვალყურეობის რეჟიმია. ჩვენ არ დავზოგეთ თანხა ვიდეომონიტორინგისთვის და ეს სისტემა გადმოვიტანეთ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. სამინისტროს შენობაში არის სპეციალური ოთახი, სადაც 24 საათის განმავლობაში თანამშრომლები ონლაინ-რეჟიმში აკვირდებიან ბენეფიციარების ყველა ქმედებას.

 

გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მას უნდა შესთავაზო რაღაც. რთულია, როდესაც 15 წელი გაქვს მისჯილი და არაფერს აკეთებ, სწორედ ამიტომ, ბენეფიციარებს ჩვენ შევთავაზეთ სოციალური პაკეტი. შევქმენით ონალინ-მაღაზია, სადაც შეუძლიათ, საკუთარი ნაკეთობები განათავსონ და გაყიდვის შემდეგ, თანხა პირდაპირ ბენეფიციარს ერიცხება ანგარიშზე და უფლება აქვს, ისე განკარგოს თანხა, როგორც უნდა", - განაცხადა კახიშვილმა.  


 

right_banner
არქივი
right_banner