logo_geo
eng_logo
სოხუმში 13 წლის გოგოს გაუპატიურების გამო შეიძლება ხაჯიმბას გადაყენება მოთხოვონ
- +

24 ივნისი. 2017. 02:11



13 წლის ლიანა ჯღამაზიას გაუპატიურებაზე ინფორმაცია დაზარალებულის დედამ სოციალურ ქსელში 13 ივნისს დაწერა. დედის თქმით, 12 ივნისს ნასვამი ასტამურ ჯოპუა მათთან სახლში მივიდა, იარაღით დაემუქრა არასრულწლოვან გოგონას, რომელიც სოფელ ეშერაში მიტოვებული სპორტდარბაზის შენობაში ძალით წაიყვანა და გააუპატიურა. ატეხილი ხმაურის შემდეგ ასტამურ ჯოპუა ხელისუფლებას ჩაბარდა, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


 ამ ტრაგიკულმა ისტორიამ ასეთი მწვავე რეაქცია იმიტომ გამოიწვია, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული გავლენიანი კლანის წარმომადგენელია და ოკუპირებულ აფხაზეთში, წლებია, გავლენიანი კლანის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული მუდმივად დაუსჯელი რჩება.


ასტამურ ჯოპუას ძმა აფხაზეთის მმართველი პარტიის - „აინარის" ლიდერი და ე.წ. პარლამენტის დეპუტატია. ასევე, მისი ახლო ნათესავია სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის ხელმძღვანელი ტალი ჯოპუა, ვისი ქმარიცაა დე ფაქტო შს მინისტრი და ე.წ. ვიცე-პრემიერი ასლან კობახია.


სწორედ იმის გამო, რომ ამ კლანის გავლენიანი წარმომადგენლები არიან „დეპუტატიც" და „მინისტრიც" გამოძიების არავის სჯერა.


„ექსპერტთა კლუბის"  წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ზოგადად, აფხაზეთში თუ დანაშაულს აფხაზი ეროვნების ადამიანი ჩადის, ამისთვის იგი ციხეში არ ხვდება, ამიტომაც კრიმინალური სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმეა.

 

დაუსჯელობის სინდრომის გამო აფხაზეთში შეშფოთებულები არიან. გუშინ ე.წ. მთავრობის შენობაში მთვრალმა ვეტერანმა ატეხა სროლა და არავინ მოჰკითხა ამის გამო. ასევე, რამდენიმე დღის წინ ააფეთქეს ერთი ადამიანი და ის საავადმყოფოშია. პლუს ბავშვის გაუპატიურებისა და მკვლელობის ამბავი.

 

კრიმინოგენული სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ხალხი გარეთ გამოვიდა. უსაფრთხოების მოშლამ გამოიყვანა ხალხი გარეთ და ბავშვის გაუპატიურება იყო ამ პროტესტის ბიძგი.

 

მგონია, რომ ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება და შეიძლება ხაჯიმბას გადაყენების მოთხოვნამდეც კი მივიდეს საქმე. აქ მთავარია, დაუმტკიცებენ თუ არა ჯოპუას დანაშაულს.

 

ე.წ. ხელისუფლება და მისი ძმა დეპუტატი" ყველანაირად ეცდებიან ბრალდებული სუფთად გამოიყვანონ და ჯოხი დაზარალებულ ოჯახზე გადატყდეს, მაგრამ მეორე მხარეს საზოგადოებაა. თუ საზოგადოება რეაქციას არ შეანელებს და არ მისცემს საშუალებას, გააყალბონ საქმე, მაშინ შეიძლება ბრალდებულის დასჯა მოუწიოთ", - ამბობს ცქიტიშვილი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×