logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძე: რუსეთისთვის ეს ძალიან მტკივნეულია
- +

9 აგვისტო. 2017. 15:09


რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს  საქართველოში, ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა" პარლამენტის წევრს, „მწვანეთა პარტიის" ლიდერს გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გახლდათ. ამერიკიდან ახლა უკვე თეორიული მხარდაჭერა კი არ გვაქვს, არამედ ეს იყო კონკრეტული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთის გავლენის შემცირებისთვის რეგიონში. 

 

ამას დაემთხვა ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლებაში კონგრესსა და სენატში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან არის დაკავშირებული. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მთელ რიგ პუნქტებს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ ავალებს, რუსეთთან დიალოგის დროს გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარი. ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი და კანონი ძალაში შევიდა. რუსეთისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, რადგან ამ სანქციებით შეერთებული შტატები ყველა  ქვეყანას მოუწოდებს, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ დააფინანსოს. ეს სანქციები რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დგას თავისი ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე. ეს არის გაზი, ნავთობი და სხვა. აშშ პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთ ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ყველა იმ პროექტის დაფინანსება,  რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტთან, რუსეთის ტერიტორიიდან გატანასთან", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner