logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: საჭირო იყო ყვითელი „ბოგდანების“ ჩანაცვლება ახალი ევროპული ავტობუსებით
- +

11 აგვისტო. 2017. 16:42


თბილისის მერის დავით ნარმანიას წინა საარჩევნო დაპირებაში ნათქვამია რომ: ქალაქის ავტოპარკები შეივსებოდა ახალი ავტობუსებით; განხორციელდებოდა მეტროს, სადგურების პერიოდული რეკონსტრუქცია და ახალი სადგურის მშენებლობა; რამდენად განხორციელდა ეს დაპირება, რის გაკეთება მოესწრო და რის შესრულებას უნდა ველოდოთ მომავალში ამ საკითხებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის მერს დავით ნარმანიას ესაუბრა.


„მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და ჩვენ ამ კუთხით სამ ნაწილად გავყავით ამოცანა. პირველი და ყველაზე მწვავე პრობლემა იყო მუნიციპალური ავტობუსების მდგომარეობა. საჭირო იყო ყვითელი „ბოგდანების" ჩანაცვლება ახალი ევროპული ავტობუსებით. ეს ჩვენ განვახორციელეთ პირველი ეტაპის სახით, რომელის ფარგლებშიც დღეს ქალაქში გადაადგილდება 143 ახალი, ევროპული, MAN-ის მარკის ავტობუსი, რომლებიც არის უსაფრთხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც.

 

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო მეტროს მოდერნიზაცია. როცა ჩვენ მეტროპოლიტენის პროექტები გადმოვიბარეთ, შემადგენლობების აბსოლუტურ უმრავლესობას 1 მილიონ კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი და იყო უკვე ამორტიზირებული. გასულ წელს, ჩვენ განვახორციელეთ მეტროს 20 ვაგონის მოდერნიზაცია. მიმდინარე წელს 30 ვაგონის მოდერნიზაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მეტროს სადგურების სარემონტო სამუშაოები. ორ სადგურზე ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს არის ახმეტელის თეატრი და ვარკეთილი. ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები მალე დაიწყება სამ სხვა მეტროს სადგურზე - ეს სადგურებია ავლაბარი, სამგორი და გურამიშვილი. რაც შეეხება ახალ მეტროს სადგურს, ეს არის მეტროსადგური უნივერსიტეტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ტესტირება, რის შემდეგაც სადგური გაიხსნება. სპეციალურად ამ სადგურისთვის ჩვენ მეტროს ახალ შემადგენლობასაც ვაკეთებთ, რომელიც სადგურის გახსნის შემდეგ კომფორტულად მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს.

 

ტრანსპორტის მიმართულებით მესამე პრიორიტეტი არის საბაგირო გზების განვითარება. ჩვენ აღვადგინეთ  7 წლის განმავლობაში გაჩერებული საბაგირო რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ასევე რუსთაველიდან მთაწმინდისკენ მიმავალ საბაგირო მარშრუტზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner