logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: წინა ხელისუფლებამ, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, 49 ბაღი დახურა
- +

11 აგვისტო. 2017. 16:42


თბილისის მერის დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სკოლამდელ განათლებას და ბაგა-ბაღებს. ნარმანია საზოგადოებას დაჰპირდა ბაღების მოდერნიზებას, რეგისტრაციის ხელმისაწვდომობას და ზოგადად, ბაგა-ბაღების სისტემის გაუმჯობესებას. რა გააკეთა მერიამ განვლილი 3 წლის მანძილზე ამ მიმართულებით და არის თუ არა დღეს თბილისის ბაგა-ბაღების სისტემა უკეთესი, ვიდრე 3 წლის წინ, ამ საკითხებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივ მაუწყებელს" თბილისის მერი დავით ნარმანია ესაუბრა.


„წინა ხელისუფლებამ, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, 49 ბაღი დახურა მაშინ, როდესაც ჩვენ სამი წლის მანძილზე რამოდენიმე დახურული ბაღი აღვადგინეთ და 12 ახალი ბაღი ავაშენეთ. ეს ბაღები უკვე გახსნილია სადაც 7500-მდე ბავშვი მივიღეთ. ათი ახალი ბაღის მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო პერიოდში დასრულდება. ჩვენ სერიოზული რესურსები დავხარჯეთ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ბაღების ეზოები გამწვანდა, ეზოებში დაიგო ასფალტი, განახლდა სათამაშო მოედნები და ა.შ. გარდა ამისა, ყველა ბაღი, რომელთა ნახევარსაც კი არ ჰყავდა ფსიქოლოგი და ლოგოპედი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვთა კვების რაციონი. ზოგადად, ბოლო სამი წლის მანძილზე, ბაღების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რის გამოც ძალიან ბევრ მშობელს კერძო ბაღებიდან ბავშვები გადმოჰყავს მუნიციპალურ ბაღებში. აქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ხოლო სწავლა არის უფასო. რაც შეეხება რეგისტრაციის პრობლემას, ამ კომპონენტში გაიმართა სოფტი და დღეს თუ შეიძლება ასე ითქვას, სოფტი არ „ჭედავს", თუმცა გარკვეული დისკომფორტი მშობლებს მაინც ექმნებათ, იმიტომ, რომ ბაღების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამიტომაც, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვაშენებთ ახალ ბაღებს, რათა არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საბავშვო ბაღის გარეშე", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner