logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რუსეთი საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს, რაც ჩვენთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი იყოს
- +

9 ოქტომბერი. 2017. 19:32


 

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აქცენტები გააკეთა ევროპაში გააქტიურებულ სეპარატიზმზე და ვარაუდი გამოთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, რუსეთი იდგეს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ეს ასეა მაშინ პროცესი უფრო მასშტაბური გახდება და დაშლას ვერც რუსეთი გადაურჩება.

 

„რუსული პოლიტიკა დემაგოგიურია, რაც დასაშვებია მისთვის, არ შეიძლება სხვისთვის და პირიქით. რაც შეეხება წაქეზებას, ვფიქრობ, ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის. ბასკური სეპარატიზმის იდეოლოგი არკა არაერთხელ შეხვდა ოს სეპარატისტებს. რომ არა რუსების დახმარება, არკა ამ ხალხს ვერასდროს შეხვდებოდა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


ექსპერტმა აქვე დასძინა, რომ რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ევროკავშირის დასუსტებას, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამაში მონაწილეობდეს.

 

„ბოლო დღეებში ჩვენს რეგიონში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი ის, რომ საუდის არაბეთის მეფე ჩავიდა მოსკოვში, რაც რუსების ახლო აღმოსავლეთში წარმოებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შედეგია. როგორც ვიცი, მოილაპარაკეს და რუსეთის ეკონომიკაში უდიდესი არაბული ინვესტიცია განხორციელდება. რაც მოხდა, ძალიან სერიოზულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მთავარი საყრდენია. მეორე უმნიშვნელოვანესი თემა ბლოკადაში მოქცეულმა ირანმა, რომელსაც საბანკო ოპერაციების შესრულება შეზღუდული აქვს, ამ ორიოდე დღის წინ თურქეთთან დადო სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ირანმა ფაქტობრივად ბლოკადა გაარღვია. ირანის მთავარი მოწინააღმდეგე საუდის არაბეთია, მოკავშირე - რუსეთი. გამოდის, რომ რეგიონში სხვა თამაშის წესები შემოდის და რუსეთი საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს, რაც ჩვენთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგების მომტანი იყოს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.  









 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner