logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ყოფილი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე პოლიციელებს ქოლგას უქნევდა დასარტყამად
- +

10 ოქტომბერი. 2017. 22:53


საკრებულოსთან მიმდინარე დღევანდელ ამბებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „tvპირველის" ეთერში გამოეხმაურა.


„დღეს ოპოზიციამ სცადა საკრებულოს ხდომის ჩაშლა. მოაწყო ბლოკირება, დაარბია შენობის პერიმეტრი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მერიის თანამშრომლებს, უბრალო ადამიანებს და მათ შორის დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, რომელიც ექს შს მინისტრია, რომელიც ფიზიკურად ემუქრებოდა ქოლგით პოლიციელებს, ამით მან გარკვეულწილად სახეც კი დაკარგა.

 

კანონში შავით თეთრზე წერია, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და არავის აქვს უფლება, რომ სხდომა ჩაშალოს და მისი ბლოკირება მოახდინოს. სწორედ ამიტომ, საკრებულოს თავმჯდომარემ პროპორციულად მოითხოვა, რომ სამუშაო პროცესი დაცული ყოფილიყო. შენობაში მან დაუშვა უკლებლივ საკრებულოს თანამშრომლები და წევრები, მედია. გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, ანუ იყო საჯარო და ომბუდსმენი ან მისი წარმომადგენელიც იყო შენობაში. სხდომა კანონის სრული დაცვით ჩატარდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner