logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბატონი უგულავა ბანერზე კი აღარ იქნება გამოკიდული, მიბრძანდება ისევ იქ, სადაც იყო!..
- +

11 ოქტომბერი. 2017. 17:24



„2004 წლიდან 2012 წლამდე ნიავდებოდა თბილისის მიწის ნაკვეთები, იყო კორუფციული გარიგებები, ამისთვის უნდა დაისაჯონ დამნაშავეები", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.


როგორც ინაშვილმა გადაცემაში „ამომრჩევლის პირისპირ" განაცხადა, მიწის ნაკვეთების 1 ლარად გაყიდვის პროცესი სწორედ გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო და აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

 

„მიწის ნაკვეთების 1 ლარად გაყიდვის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, უგულავას მერობის დროს ის განკარგულებები და იმაზე მეტი მეც მაქვს, რა განკარგულებების ფარგლებშიც 1 ლარად ხდებოდა ქონების გადაცემა. ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები, როგორ ნიავდებოდა თბილისის მიწის ნაკვეთები 2004 წლიდან 2012 წლამდე, რა კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.

 

2012 წლის მერეც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები და ბატონი უგულავა ბანერზე კი აღარ იქნება გამოკიდული და კი არ მოგვიყვება, თურმე თბილისი როგორ ააყვავა და როგორ ააყვავებს, მიბრძანდება ისევ იქ, სადაც იყო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.









 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner