logo_geo
eng_logo
„27 ოქტომბერს მისი ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ, ძალიან გახარებული იყო, თითქოს თავიდან დაიბადა“ - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის მეგობარი?!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 23:37



მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. Ambebi.ge ლიკა ქავჟარაძის უახლოეს მეგობარს, რეჟისორ შოთიკო კალანდაძეს დაუკავშირდა:


- რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩემთვის. დაუჯერებელია მისი გარდაცვალება.

 

- ცნობილია, რომ უახლოესი მეგობრები ხართ, როდის ნახეთ ბოლოს?


- ხშირად ვნახულობდი, 27 ოქტომბერს მისი ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და ძალიან გახარებული იყო. როდესაც დათო ოქიტაშვილმა ეს შესთავაზა, თითქოს თავიდან დაიბადა, ფილმი უნდა გადაგვეღო და მითხრა შენ გადაიღეო. ვარსკვლავის გახსნაზე მისი შვილის და შვილიშვილის ჩამოყვანას აპირებდა დათო ოქიტაშვილი. ბოლოს როდესაც ვნახე დიეტაზე იყო, მითხრა გადაღებისთვის 18 კილოგრამი უნდა დავიკლოო. მაია ასათიანთან იყო სტუმრად, ნანუკას შოუში სტუმრობისთვის ემზადებოდა და რა მოხდა ასე მოულოდნელად ვერ გეტყვით.










 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner