logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ამ არჩევნებმა მძაფრად წარმოაჩინა პარტიული ელიტის კრიზისი
- +

1 ნოემბერი. 2017. 16:44


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნებმა მძაფრად წარმოაჩინა პარტიული ელიტის კრიზისი.


„მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ არჩევნებმა მძაფრად წარმოაჩინა პარტიული ელიტის კრიზისი, რომლისკენაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოვდიოდით. ამას ადასტურებს არა მხოლოდ არჩევნების შედეგი, არამედ საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი კვლევები, რომელიც სულ უფრო მძიმე ვითარებას წარმოაჩენს.

 

პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩნენ მხოლოდ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". თუ თავდაპირველად შუის გაკრეფა პოლიტიკური პროცესის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო და შედეგიც მივიღეთ - „ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, თანდათან ეს ვითარება პრობლემად იქცა და კრიზისიც უკვე აშკარაა", - აცხადებს პოლიტოლოგი.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner