logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ჩამოვიდეს და თქვას, გამასამართლეთ, აბა, რა დავაშავეო, მაგრამ სააკაშვილს ამისიც კი ეშინია
- +

2 ნოემბერი. 2017. 13:29


 

„თავისი თავის პატივისმცემელი და ღირსებით სავსე ადამიანი თუ არის, ჩამოვიდეს და თქვას, გამასამართლეთ, აბა, რა დავაშავეო, მაგრამ სააკაშვილს ამისიც კი ეშინია", - ამის შესახებ „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა.


„სააკაშვილმა ძალიან იოლად მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან მარტივად წავიდა პრეზიდენტისთვის შეუფერებლად ძალიან დაბალ თანამდებობაზე. სხვათაშორის, სააკაშვილი ახალი მოსული იყო, როცა თქვა, ვინც შემოახტება მატარებელს, კარგი, ვინც არა, სამუდამოდ წარსულში ჩარჩებაო. თქვენ გგონიათ, ეს სააკაშვილის მოგონილი ფრაზაა?

ეს არის მთელი მსოფლიოს გლობალიზატორების ფორმულა, რომლებიც ამბობენ, რომ გლობალიზაცია არის, როგორც ჩქარი მატარებელი. ვინც შეახტება, შეახტება, ვინც არა, ჩარჩება წარსულში. ამ კაცს ყურადღებით რომ მოუსმენ, მიხვდები, რომ ძალიან ბევრი აკენკილი სიბრძნე აქვს. გლობალიზაცია, რომელსაც საქართველოსნაირი ქვეყნები უნდა გადაეყლაპა, ფაქტობრივად, თვითონ არის მილევად რეჟიმში. ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებები და არ არის დამოკიდებული ვიღაც ახირებული ადამიანების მოგონილ თეორიებზე", - აცხადებს ნანა დევდარიანი.

 



 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner