logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: მომეცით საშუალება, დავბრუნდე ჩემს სამშობლოში და მამაჩემის საფლავზე გავიდე
- +

2 ნოემბერი. 2017. 16:16


 

„2003 წელს დავტოვე საქართველო და მას შემდეგ, ძალიან დიდი დრო გავიდა. სააკაშვილი ძალიან ბევრს ეცადა, ჩემთვის მოღალატის იარლიყი მოეკერებინა, მაგრამ ვერ მოახერხა", -  ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან" საუბარში განაცხადა.

 

„მოღალატეობა ეს არის, როდესაც სამშობლოს ავნებ. სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიები დაუკარგა - არის თუ არა ეს ქვეყნის ღალატი?! ავნო თუ არა მან სახელმწიფოს?!

 

პოლიტიკურ თამაშებში ადამიანები ძალიან ბევრ სიბინძურეს იყენებენ. უნდოდა სააკაშვილს ჩემი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის განადგურება - მოიგონეს ათასი სისულელე, მაგრამ ისიც ვერ დაამტკიცეს.

 

ჩემს მიმართ სამართალი დღევანდელ დღემდე არ ხორციელდება. ამის მიზეზი არის ის, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, ისევ არიან თანამდებობებზე და მათ არ აწყობთ სამართლებრივ ჩარჩოებში ჩემი საკითხის გადაწყვეტა.

 

მე-15 წელია მოწყვეტილი ვარ ოჯახით საქართველოს და ამას ბიძაჩემისა და მამაჩემის სიცოცხლე შეეწირა. თუ რაიმე პოლიტიკური დევნა და სისხლიანი რეპრესიები იყო, ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ.

 

მინდა, რომ პროკურატურამ დაინახოს გარკვეული ნება ხელისუფლების, რომ მათ ეს საკითხი განიხილონ. სხვას არაფერს ვითხოვ პროკურატურისგან, უბრალოდ გადახედონ კანონის საფუძველზე ამ საქმეს და გადააგზავნონ სასამართლოში. მხოლოდ ღია სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. მე სამართლებრივი თხოვნა არავისთან არ მაქვს, მაქვს თხოვნა, რომ სამართალი ჩემს მიმართ განხორციელდეს.

 

მომეცით საშუალება, დავბრუნდე ჩემს სამშობლოში, მამაჩემის საფლავზე გავიდე და შევძლო ჩემს ახლობლებთან ჩახუტება. ჩემმა შვილებმა ქართული ენაც იციან და ქართული ტრადიციებიც, მაგრამ სამშობლოსთან ურთიერთობა ძალიან შეზღუდული აქვთ და ალბათ, დროა დამთავრდეს ეს უბედურება, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დათესა. ერთმანეთის მიმართ მიმტევებლებიც უნდა ვიყოთ, შემწყნარებლებიც და ყველამ თავის ჩარჩოებში უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა ლევან მამალაძემ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner