logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: ეს არის საზოგადოების გასაყოფად შემოტანილი თემა
- +

2 ნოემბერი. 2017. 23:09


 

„პროპაგანდაა ის, რომ ორი შვილის დედა ან მამა გამოდის და ამბობს, რომ სხვა ორიენტაციის წარმომადგენელია და ეს ნორმალურია. სიმახინჯეა ამ თემის პროპაგანდირება", -  განაცხადა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.

 

„ნუ გავაღრმავებთ ამ საკითხს ხელოვნურად, რადგან ეს არის საზოგადოების გასაყოფად შემოტანილი თემა. ნუ შევაყრით საზოგადოებას თვალებში ნაცარს.

 

მე პირადად არ მაინტერესებს, ადამიანი თავის საძინებლის კარს რომ მიიხურავს, იქ რას აკეთებს და, საერთოდ, მიუღებლად მიმაჩნია ის, რომ ამ თემას განვიხილავთ. გამოდიან უმცირესობის წარმომადგენლები და სიამაყით საუბრობენ თავიანთ ორიენტაციაზე. ვის რაში აინტერესებს...

 

რაც ახლა დასავლეთიდან მოდის, ეს სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა კი არა ,პროპაგანდაა, რაც მიუღებელია, თორემ დაცვა ყველა ადამიანს სჭირდება მისი შეხედულებების და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და ამის წინააღმდეგი არ ვარ", - განაცხადა ბურჯანაძემ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner