logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა მეგის ქარდავასთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს!
- +

3 ნოემბერი. 2017. 22:26


 

„მიხეილ სააკაშვილი კაცი, რომელის დანაშაულშიც საკუთარ დედასაც არ ეპარება ეჭვი. მე სპეციალურად ამოვიღე რამდენი შეიძლებოდა, რომ გადამეღო რათა ყველასთვის თავისი ადგილი მიმეჩინა. ვაპირებ თეთრი წიგნის გამოშვებას რამდენიმე რედაქციას შევთავაზე 1 200 ინტერვიუ, რომლის საფუძველზეც გადავიღეთ ფილმი", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „tvპირველის" ეთერში განაცხადა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა მეგის ქარდავამ სერგო თეთრაძე აწამა, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა. ხაინდრავას განცხადებით, მას წამებაში მონაწილე პირების ჩვენები აქვს.

 

„1 200 ინტერვიუ თქვენ წარმოგიდგენიათ? ზოგს არ სურდა სახელი და გვარის დასახელება. ზოგი პირისპირ ჯდებოდა ზოგი ზურგით. როდესაც ვრწმუნდებოდით რომ აბსოლუტურად იდენტურად ყვებოდნენ ერთი და იგივე ეპიზოდს, მაგალითად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით სერგო თეთრაძე აწამეს. აწამა მეგის ქარდავამ. მე მაქვს ჩვენებები, იმ ადამიანების, რომელიც ამ წამებაში მონაწილეობდა. ამ წამებების შედეგად ის გარდაიცვალა. ამაზე აქვს ამ ადამიანს 9 წელიწადი მისჯილი", - განაცხადა ხაინდრავამ. 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner