logo_geo
eng_logo
„ის რაც ყიზილაჯლოში მოხდა პოლიტიკური საკითხი იყო“ – დაჭრილი „ქართული ოცნების“ წევრის განცხადება
- +

4 ნოემბერი. 2017. 00:38



თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ჯეიხუნ ჩოიდაროვმა პირველი განცხადება გააკეთა. როგორც „კურიერს" „ქართული ოცნების" წევრი, რომელიც სისხლიანი გარჩევის შემდევ კლინიკაში უმძიმესი ჭრილობებით გადაიყვანეს, ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული თავდასხმა.


სისხლიანი გარჩევის უკან პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე ჯეიხუნ ჩოიდაროვმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფს უამბო, რომელმაც აუდიოჩანაწერი „კურიერს" გადასცა.


საავადმყოფოს თანამშრომლები, სადაც დაჭრილი ჩოიდაროვი გააიყვანეს, „კურიერს" უყვებიან, რომ გამომძიებლებმა ექიმებს ოთახი მოამზადებინეს, სადაც "ქართული ოცნების" წევრმა, რომელიც მარნეულის საკრებულოს წევრი გახდა, პირველი ჩვენება მისცა. მან გამოძიებასთან კონკრეტული გვარებიც დაასახელა.


„ახლა თავს შედარებით უკეთესად ვგრძნობ, თუმცა ისევ ექიმების კონტროლის ქვეშ ვრჩები და მათზეა დამოკიდებული როდის შევძლებ მუშაობას. პირდაპირ თქმა, რომ ის რაც ყიზილაჯლოში მოხდა იყო პოლიტიკური საკითხი. მე მაქვს ეჭვი ერთ ადამიანზე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. პოლიციას ყველაფერი მოვუყევი და ის ადამიანიც დაიკითხა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა პირადი ანგარიშსწორების მიზნით. ეს პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება", - განაცხადა ჩოიდაროვმა.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner