logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა, მათ ვუთხრა...
- +

4 ნოემბერი. 2017. 12:10



ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა, მათ ვუთხრა - ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა", - ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.


კახა კალაძემ ინტერვიუში მის მიერ განვლილი გზა გაიხსენა.

 

„სამტრედიის რაიონში დავიბადე, ერთ-ერთ სოფელში. როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მითხრეს, შენგან ფეხბურთელი არ გამოვა და აჯობებს, რამე სხვა აირჩიოო. ეს ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი იყო, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მე გავაგრძელე მუშაობა და ბევრ წარმატებასაც მივაღწიე. ერთი შეხედვით თითქოს წარმატების მიღწევა იოლი ჩანს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რა ბარიერების გადალახვა გიწევს ამის მისაღწევად. ჯერ არა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მინდა წიგნი გამოვცე ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს კარიერაზე, რა და როგორ გამოვიარე, რა სირთულეები და წარმატებები.

 

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიყურებს და მინდა, მათ ვუთხრა - ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია შრომა. არის მომენტები, როცა გიჭირს რაღაცების გადალახვა და ხშირია შემთხვევა, როცა ნებდებიან. არ უნდა დანებდე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს სირთულეები გადალახო. როცა ერთს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები და შემდეგ სხვა სირთულეების გადალახვა უფრო გიადვილდება. მიზანდასახულობა და სწავლა, ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს", - აცხადებს კალაძე.









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner