logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველოში ქართველების ეროვნულ უმცირესობაში ყოფნა იქნება უდიდესი ტრაგედია ჩემთვის
- +

4 ნოემბერი. 2017. 16:31



„ქართველთა მარშის" წევრმა სანდრო ბრეგაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში „ქართველთა მარშის" მოწინააღმდეგეთა მიზნებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მათი მიზანი საქართველოში ქართველების ეთნიკურ უმცირესობად ქცევაა.


„მე მინდა, მთელი საქართველოს გასაგონად ვთქვა - პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი" აცხადებს, რომ, თუ საქართველოში ქართველები გავხდებით ეთნიკური უმცირესობა, ეს არ იქნება ქართველი ერის ტრაგედია. ამის შემდეგ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა იმაზე, თუ რატომ არიან ისინი „ქართველთა მარშის" წინააღმდეგი. „ქართველთა მარშის" წინააღმდეგი არიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მოღალატეების მიზანია, ქართველები ჩვენს ქვეყანაში გახდნენ ეთნიკური უმცირესობა. რატომ იყო სერგო ორჯონიკიძისა ან ფილიპე მახარაძის მიზანი ეს?! მოღალატეს რა მიზანი აქვს?! მოღალატე ამ ქვეყანას არ ეკუთვნის, ისინი სხვა ქვეყანას ეკუთვნიან და სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებენ. საქართველოში ქართველების ეროვნულ უმცირესობაში ყოფნა იქნება უდიდესი ტრაგედია ჩემთვის და ეს იქნება ჩემი ქვეყნის დასასრული", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 







 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner