logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ჩემი დაბადების ადგილს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მეკეთებინა საქმე
- +

4 ნოემბერი. 2017. 23:14



თბილისის მერი დავით ნარმანია გადაცემაში „პრიორიტეტი" მის არათბილისელობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. ნარმანიას თქმით, დაბადების ადგილს მისთვის საქმის კეთებაში ხელი არ შეუშლია.


„ჩემი დაბადების ადგილს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მეკეთებინა საქმე და მთელ რიგ საკითხებში, შეიძლება ითქვას, რომ კარგიც იყო. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი თბილისში ვიცხოვრე და შესაბამისად, კარგად ვიცნობდი ქალაქს. მეორე მხრივ, ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, შევძელი ის, რომ დღე და ღამე აქტიურად მემუშავა და ძალიან ბევრი რამ გადავდე გვერდზე, მათ შორის, ჩემი ყურადღება აკლდა ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, რადგან დილით  ძალიან ადრე ვიწყებდი სამუშაოს და ღამე 12-ზე ან უფრო გვიან ვამთავრებდი, რადგან ბევრი რაღაცის გაკეთება მომესწრო და დამემტკიცებინა ამ ვადის ბოლოს, რომ ჩემს არათბილისელობას მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმის კეთებისთვის და ვფიქრობ, ეს ასეც არის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner