logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის
- +

5 ნოემბერი. 2017. 00:27



„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ნდობა გამომიცხადა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხადა.

 

„2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან ერთად ვიყავი. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ვიყავი მინისტრი და შესაბამისად, მან თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაესახელებინა ჩემი კანდიდატურა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მე მისი ძალიან ბევრი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მახსოვს. სწორედ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომ რაც შეიძლება მეტი გამეკეთებინა და მისი ნდობა არ გამეცრუებინა. ისევე, როგორც ეს იყო შემდეგი პრემიერ-მინისტრების შემთხვევაში. მე მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მქონდა. მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელთან ერთადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე და მათ მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობდი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner