logo_geo
eng_logo
„დატვირთული სამუშაო რეჟიმი ელის...“ - დავით ნარმანიას მთავარი რეკომენდაცია კახა კალაძეს
- +

5 ნოემბერი. 2017. 03:30



„მინდა, კახა კალაძეს წარმატება ვუსურვო. ნამდვილად დატვირთული სამუშაო რეჟიმი ელის და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს. როცა დაასრულებს მერობის ვადას, მის არსენალში უამრავი წარმატებული პროექტი იქნება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხადა.

 

„მნიშვნელოვანია ის, რომ მერია არის ძალიან დიდი უწყება და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინაცია, აქტიური მუშაობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

 

მერია არის მრავალმიმართულებიანი უწყება, სადაც თავმოყრილია ადგილობრივი ეკონომიკური, ჯანდაცვითი თუ სოციალური საკითხები, სპორტთან, კულტურასთან დაკავშირებული საკითხები, გამწვანება და ა.შ. ასე რომ, საკმაოდ რთული მექანიზმია.

 

მერის საქმიანობა ხალხთან ურთიერთობა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოუსმინოს ხალხს", - განაცხადა ნარმანიამ. 









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner