logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: რეგულაციების შემოღება არ იგეგმება!
- +

8 ნოემბერი. 2017. 00:20



ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„რეგულაციებზე მუშაობა ნამდვილად არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სჯობს ადამიანს, ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის მისაწვდომი და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას, თუმცა რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ ამ მხრივ არ ვმუშაობთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner