logo_geo
eng_logo
„დათო კირკიტაძე დამემუქრა, არსად მელაპარაკა რეალურ თანხაზე“ - როგორ გაიყიდა „ნაცმოძრაობის“ რუსთავის ოფისი?
- +

8 ნოემბერი. 2017. 13:37



„ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავის ოფისი გაყიდა. უძრავი ქონება პარტიამ აზერბაიჯანულ კომპანიაზე გაასხვისა, თუმცა გარიგებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. „პრაიმტაიმს" რუსთავში მცხოვრები მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი ანონიმურობის გარანტიით უყვება, რომ დავით კირკიტაძე ფინანსური გარიგების გასაიდუმლოებას სთხოვდა.


- მე ჩემი წილი უნდა შემხვედროდა, უბრალოდ, გადამაგდეს. რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის" ოფისი სპორტის ქუჩაზე მდებარეობს. არჩევნებამდე ეს ოფისი პარტიამ აზერბაიჯანულ ორგანიზაციაზე გაყიდა 100 ათას დოლარად.

 

- კონკრეტულად, რომელ  ორგანიზაციაზე?


- ეს ოფისი იყიდა ორგანიზაცია „აჰლი ბეითის" ხელმძღვანელმა ნამიგ გუსეინოვმა.


- უშუალოდ თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?


- ამ გარიგებაში ვმონაწილეობდი, გარკვეული თანხა უნდა შემხვედროდა. როცა თანხა მიიტანეს, კირკიტაძემ მითხრა, რომ არ მეთქვა, ოფისი 100 ათას დოლარად რომ გაიყიდა.


- რატომ?


- ეგ მაგას ჰკითხეთ, არ ვიცი. გარიგება წარმატებით რომ დასრულდა, თანხას ველოდებოდი, მაგრამ გადამაგდეს. უფრო მეტიც, დამემუქრა, ამ თემაზე არსად მელაპარაკა და არ მეთქვა, კონკრეტულად რამდენად გაიყიდა ოფისი. ასე გამწარებული დამტოვა.


- კირკიტაძე იყო თანხას შეპირებული?


- კი, უშუალოდ მაგას ვეკონტაქტებოდი. დათო მეუბნებოდა, ყველაფერი კარგად რომ დასრულდება, შენს თანხას მიიღებო. მე დავაკავშირე კირკიტაძე და ნამიგ გუსეინოვი ერთმანეთს და ჩემი ინტერესი იყო, რომ შუამავლის სახით რაღაც სარგებელი მენახა.


„პრაიმტაიმმა" რუსთავში, სპორტის ქუჩა #2-ში მდებარე ოფისის გასხვისების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრშიც გადაამოწმა. რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მოქალაქე ნამიგ გუსეინოვმა აღნიშნულ მისამართზე მდებარე 250,70 კვ.მ ფართის უძრავი ქონება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უფრო ზუსტად კი, 2017 წლის 10 ოქტომბერს შეიძინა.


„პრაიმტაიმი" ინფორმაციის გადამოწმებას დავით კირკიტაძესთან ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.









 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner