logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში პრეზიდენტი ასრულებდა დესტრუქციულ როლს
- +

10 ნოემბერი. 2017. 01:35



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მათი ინტერესი იყო დესტრუქციისგან თავის დაცვდა და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.


„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ჩართულობა, პრეზიდენტის კონსტრუქციული როლი, თუმცა მან სამწუხაროდ, უარი თქვა ამ ყველაფერზე და ის არ ჩაერთო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. უფრო მეტიც, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენი ინსტიტუციური ინტერესი იყო თავი დაგვეცვა ამ დესტრუქციისგან და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებდით. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოსთან და მთავარია ასეთივე მიდგომით გამოირჩეოდნენ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიც",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner