logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილება
- +

10 ნოემბერი. 2017. 23:45



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ სახელმწიფო სახსრების ხარჯვა ეფექტურად და რაციონალურად უნდა ხდებოდეს.


„პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტია წარდგენილი შრომით ანაზღაურებაზე, რომლის მიღების შემდეგ სრულად მოწესრიგდება ეს სისტემა. გადავალთ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილების წესი. ჩვენ ეს საკითხი უკვე მოწესრიგებული გვაქვს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არც ერთი დეპუტატი არ იღებს პრემიას. აქ საუბარია მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე, რომელიც შედგება სარგოსგან და დანამატისგან, რომელიც ასევე ფიქსირებულია. აღნიშნული საკითხი პარლამენტში არის მოწესრიგებული და ანალოგიურად, კანონის საფუძველზე მოწესრიგდება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში, მათ შორის აღმასრულებელ განშტოებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner