logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, მოქმედი სახალხო დამცველის ქმედებებში პირდაპირი პოლიტიკური მიკერძოებულობა შეინიშნება
- +

11 ნოემბერი. 2017. 00:01



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება მდგომარეობს იმაში, რომ მომავალი სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური პირი, რომელსაც შესაბამისი რეპუტაცია და გამოცდილება ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


„სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ის ადამიანის უფლებათა დაცვას უნდა ხელმძღვანელობდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მოქმედი სახალხო დამცველი ცდილობს გამოვიდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა, რაც მის კონსტიტუციურ როლს არ შეესაბამება. რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმებს, ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ შემთხვევაში ადამიანი არ უნდა იყოს ჩვენს გუნდთან დაკავშირებული. მთავარია, ის არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. სახალხო დამცველი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მაგალითზე ისეთი კანდიდატურის შერჩევა მოვახერხეთ, რომლის მიმართ არანაირი კითხვის ნიშანი არ დასმულა. ასეთივე კანდიდატურის შერჩევას მოვახერხებთ სახალხო დამცველის პოსტზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner