logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: თუ დღეს პარლამენტარს ეთიკის კოდექსი სჭირდება, მაშინ საშველი აღარ ყოფილა...
- +

11 ნოემბერი. 2017. 12:46



პარლამენტის ყოფილმა წევრმა ომარ ნიშნიანიძემ  ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში დეპუტატების ქცევის კოდექსზე ისაუბრა. როგორც ნიშნიანიძემ განაცხადა, აღნიშნული კოდექსი დეპუტატებს არ უნდა სჭირდებოდეთ.


​სამწუხაროა, თუ ეს იქნება მიღებული. მიმაჩნია, რომ ეთიკის კოდექსი დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში და მათ შორის ზოგიერთ დეპუტატებს სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი აქვს. როგორ შეიძლება, დეპუტატს მოწოდება სჭირდებოდეს იმისი, რომ უნდა დაესწროს პარლამენტის სხდომას, რომ არ უნდა შეიგინოს, უწმაწური სიტყვა არ უნდა იხმაროს. ჩვენ არ გვიგინებია ერთმანეთისთვის და ვინც იგინებოდა, იმას მოხვდა. ამიტომაც ზომიერება აქაც საჭიროა, მაგრამ თუ დღეს პარლამენტარს ეთიკის კოდექსი სჭირდება, მაშინ საშველი აღარ ყოფილა. არ მგონია, ეს პარლამენტის წევრებს დასჭირდეთ" - განაცხადა ნიშნიანიძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner