logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია
- +

11 ნოემბერი. 2017. 12:46


 

„მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა, რეალურად ყველანი ვხედავთ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი. მარგველაშვილი არის ხელისუფლების ოპოზიციაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა. კობახიძის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტი ასეთი არ უნდა იყოს.


„სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ის არ უნდა იყოს არც პოზიცია და არც ოპოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, თუმცა, დღეს ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ არის ნეიტრალური, ის არის ოპოზიციის მხარეს, თვითონ არის ოპოზიციაში. გიორგი მარგველაშვილი არის სამი ოპოზიციური პარტიის მხარეს, „ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების და „პატრიოტთა ალიანსის" მხარეს, ბუნებრივია, სხვაგვარი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე. კრიტიკა არის მისაღები, არბიტრიც სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ ის არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner