logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგი მღებრიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ააწყო სისტემა!
- +

14 ნოემბერი. 2017. 00:50



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს „გამართული და აწყობილი" უწოდა.


„რადგან გახარია ახალი მინისტრია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელი არ არის იმ საკითხებზე, რაც მას მემკვიდრეობით დარჩა. მემკვიდრეობით საკმაოდ გამართული და აწყობილი სისტემა დახვდა. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, თუმცა, რეალურად რომ ხელი არაფერს ახლოს და თქვას, რომ მღებრიშვილი მოვიდეს პრობლემების გამოსასწორებლადო, არასწორია.

 

ამ ურთულეს რეგიონში არ შეიძლება მუდმივად აყენებდე შეურაცხყოფას და მოითხოვდე, რომ შენი უსაფრთხოება იყოს დაცული. გიორგი მღებრიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ააწყო სისტემა და მე ვფიქრობ, ძალიან გაუადვილდება გახარიას. მართვის რგოლი გამარტივებულია", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner