logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მივესალმები
- +

14 ნოემბერი. 2017. 21:01



თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია.


„ზოგადად, სახელმწიფოს სტრუქტურები, ისევე როგორც მერია ორიენტირებული უნდა იყოს ადამინებზე. უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურები, შესაბამისად ცვლილებები, რომელიც განხორციელდება, წინგადადგმული ნაბიჯია და ის განპირობებულია უკეთესობისადმი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.

 

შესაბამისად, გადაწყვეტილებას, რაც პრემიერმა გამოაცხადა, მივესალმები. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ განახორციელებენ ამ შერწყმის შემდეგ მუშაობას სამინისტროები. პირადად მგონია, რომ ძალიან სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და სამინისტროები ეფექტიანად გააგრძელებენ მუშაობას" , -განაცხადა კალაძემ.







 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner