logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 12 თვეში 30-ჯერ პრემიის გამოწერა მისასალმებელი არ არის!
- +

14 ნოემბერი. 2017. 21:42


 

„ზომიერების ფარგლებში პრემიაც და ხელფასიც ნორმალური უნდა იყოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მაღალჩინოსნების მიერ პრემიის შესაძლო აღების საკითხის კომენტირებისას გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.  როგორც კალაძემ აღნიშნა,  12 თვის განმავლობაში 30-ჯერ პრემიის გამოწერა მისასალმებელი არ არის.

 

„რა თქმა უნდა, გადამეტებული არაფერი ვარგა. იმაზე ვერ დავიწყებ საუბარს, რომ 12 თვის განმავლობაში 30-ჯერ რომ პრემიას გამოწერ, ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პრემიაც უნდა იყოს, ხელფასიც ნორმალური უნდა იყოს. სხვათაშორის, მერიის თანამშრომლების ხელფასებს თუ გადახედავთ და შედარებას გააკეთებთ სამინისტროს თანამშრომლებთან, მერიაში გაცილებით ნაკლებია ხელფასი, ვიდრე სამინისტროში მომუშავე ადამიანებისთვის", -განაცხადა კალაძემ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner