logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ოპტიმიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ...
- +

14 ნოემბერი. 2017. 22:50



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ ბუნებრივია ოპტიმიზაცია მოხდება, თუმცა, პროცესმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს. დეპუტატის აზრით, პროცესის განხორციელების დროს, მნიშვნელოვანია არ მოხდეს დარღვევები, რათა საბოლოოს ჯამში, არსებული ცვლილებები არ იყოს მხოლოდ გაერთიანება გაერთიანებისთვის.

 

„ოპტიმიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ცოცხი შევა სამინისტროში და მთლიანად გამოხვეტავს ყველას, ხალხს გამოყრის გარეთ. ბუნებრივია გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი და მაქსიმალურად უმტკივნეულო. თუ არის ისეთი სიპები, რომლებიც არაფერ ღირებულს არ ქმნიან, შეიძლება მათი გაუქმება. ეს უნდა დამუშავდეს, დამუშავებული დამტკიცდეს თვითონ მინისტრთა კაბინეტში და გადმოგზავნოს ჩვენთან, ამიტომ მარჩიელობას ახლა მე არ ვაპირებ. მთავარია როგორ განხორციელდება ეს, რომ ჩვენ აქ არ გვქონდეს ხარვეზები, არ მოგვივიდეს შეცდომა და საბოლოოდ ხელში არ შეგვრჩეს გაერთიანება გაერთიანებისთვის", - განაცხადა ქანთარიამ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner