logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ძალიან აქტიური დისკუსია გვექნება მთავრობის შემადგენლობასთან
- +

16 ნოემბერი. 2017. 23:43



საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ვატო შაქარიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობას კალაძის მიერ წარდგენილ გუნდთან ხვალ ექნება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.


„ჩვენ ხვალ ძალიან აქტიური დისკუსია გვექნება მთავრობის შემადგენლობასთან. გაგვაჩნია შეკითხვები, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, დედაქალაქის მერიის მხრიდან იმ გეგმის შესასრულებლად, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით ამომრჩეველს. გვექნება ძალიან მწვავე შეკითხვები. რა თქმა უნდა, იქნება დისკუსია. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დავუჭერთ კახა კალაძეს მხარს და მივცემთ შესაძლებლობას ამ ფორმაციით, რა გუნდიც წარმოგვიდგინა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა დედაქალაქის მოსახლეობის ყოველდღიურობა გახდეს უკეთესი", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner