logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: კახა კალაძემ დაიცვა ყველა შესაბამისი პროცედურა!
- +

18 ნოემბერი. 2017. 03:11



თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრმა ვატო შაქარიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა ყველაზე ადეკვატურია.


„დღეს ახლად არჩეულმა საკრებულომ მხარი დაუჭირა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელ ადამიანსაც თავის მხრივ 21 ოქტომბერს დედაქალაქის მოსახლეობამ უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა და მას მიანიჭა მაღალი ნდობის მანდატი. მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხის ჩვენი გუნდისთვის არის როგორც შესაძლებლობა, ასევე დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებდა კახა კალაძე, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება და დედაქალაქის საკრებულოს წარმოუდგინა გუნდი იმ კონფიგურაციით, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირეთ. პირდაპირი წესით არჩეულ მერს, კახა კალაძეს არც ერთი პროცედურა, კანონი და რეგლამენტი არ ითვალისწინებს მის დასწრებას საკრებულოს სხდომაზე. მან დაიცვა ყველა შესაბამისი პროცედურა და დედაქალაქის მთავრი შემადგენლობა წარმოუდგინა საკრებულოს წერილობით. ყველა შესაბამისი პროცედურა იყო დაცული. მოხდა კენჭისყრა და აბსოლუტური უმრავლესობით გამოეცხადა კახა კალაძის მთავრობას, რადგან ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვქონდა, რომ ამ შემადგენლობისთვის მხარი არ დაგვეჭირა. დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა არის ყველაზე ადეკვატური", - განაცხადა შაქარიშვილმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner