logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: პირველივე შეხვედრაზე გურამ შარაძემ იცოდა რა ავანტიურისტთან ჰქონდა საქმე...
- +

18 ნოემბერი. 2017. 03:38



„ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მამაჩემის მოღვაწეობას, რომ დავანებოთ თავი, მის პიროვნებას, მასშტაბს, ხალხის სიყვარულს და ავტორიტეტს, ის იყო სასტიკად დაპირისპირებული სააკაშვილთან და მის ბანდასთან. პირველივე შეხვედრაზე გურამ შარაძემ იცოდა რა ავანტიურისტთან ჰქონდა საქმე", - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც შარაძე აცხადებს, მამამისი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოკლა.


„მამაჩემი ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ სიმხეცეს, რაც სააკაშვილმა მის მიმართ ჩაიდინა. ტყვიას კაცები ესვრიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ასე ზურგიდან არა! დღემდე ბევრი ადამიანია სააკაშვილთან დაპირისპირებული, მაგრამ ვინც მოკლა და მოიშორა ყველა იყო სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები, მათ სფეროში ავტორიტეტულები. ზურაბ ჟვანიათი დაიწყო, მამაჩემი, რამაზ კლიმიაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი... შემთხვევით ჩაცხრილვებზე, ახალგაზრდების სისხლის სმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი... გარდა იმის რომ სააკაშვილი არის ბოღმა, მშიშარა კურდღელი, შურისმაძიებელი კაცი ასევე არის ბოღმა. ყველა კლასელი დაიჭირა ვისაც კი მისთვის ბავშვობაში წამოურტყამს", - განაცხადა შარაძემ.  


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner