logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: პრობლემები საკმაოდ ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველა გადაწყვეტადია...
- +

20 ნოემბერი. 2017. 10:09


 

განათლების და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „იმედის კვირის" შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს განათლების მე-16 მინისტრი 20 წლის განმავლობაში აშშ-ის წამყვან უნივერისტეტებში ასწავლიდა და ის საუკეთესო სწავლებისთვის პენსილვანიის უნივერისტეტის 9 ჯილდოს მფლობელია.


მათემატიკის დოქტორი პოლიტიკურ თანამდებობას პირველად დათანხმდა. იქვე აღნიშნავს, რომ მისი და პრემიერის ხედვები განათლებისა და მეცნიერების საკითხებში სრულ თანხვედრაშია.

 

 

„ბატონი გიორგი კვირიკაშვილის და ჩემი ხედვები განათლებასთან არის სრულ თანხვედრაში. მთელი ჩემი ცხოვრება განათლების და მეცნიერების საქმეს ვემსახურები. აქედან გამომდინარე დიდი იმედი მაქვს, რომ შევძლებ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ხარისხის ამაღლებას. პრობლემები საკმაოდ ბევრი გვაქვს, მაგრამ ყველა გადაწყვეტადია. ერთად, გუნდურად შევძლებთ ამის გაკეთებას", - განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრმა. 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner