logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ეს საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის!
- +

21 ნოემბერი. 2017. 02:35



ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში სულიკო კედელაშვილთან, იმავე ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა.


„მე მინდა, იმ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრო, რომელსაც ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და მე მგონი, ეს საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. თავის დროზე ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისის უსაფრთოხების სამსახურის პირველ მოადგილედ დანიშნა გია ლორთქიფანიძე (ბოროტა) და მეორედ - გიორგი გეგეჭკორი, პატრულის უფროსი, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ეს ორივე ადამიანი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან სასტიკად ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დავალებებს. გია ლორთქიფანიძე ახლა არის ბრალდებული, ის ძებნილია და ბრალიც აქვს წაყენებული ძალიან მძიმე დანაშაულზე, 26 მაისის სისხლიანი დარბევა მაქვს მხედველობაში. მას ბრალად ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების ძალადობრივ გადამეტება და ის უკრაინაში იმყოფება, მიშას გაჰყვა, ოდესის პოლიციის უფროსი იყო და ახლაც იქ არის ალბათ. ხოლო გეგეჭკორი გვახსოვს კარგად, სადაც პატრული და სხვა სპეცდანიშნულების წარმომადგენლები არბევდნენ, თუნდაც 2009 წლის 6 მაისი განვიხილოთ, დიღომში პოლიციის შენობასთან განვითარებული მოვლენები, იქ ის ერთ- ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი და ა.შ... ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათთან მიმხრობილ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მაშინ 2012-ში არ გაუპროტესტებიათ ამ მართლაც ჯალათების დანიშვნა იქ და კაცი, რომელსაც მე ვიცნობ, მართლა კეთილი კაცია, ოღონდ მართლა, აი, ამ კეთილი კაცის, სულიკო კედელაშვილის გინებებზე აღშფოთდნენ. ხოლო, როდესაც ეს ჯალათები დაინიშნენ, მაშინ ჩუმად იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, ძირითადად იყო გამართლებული", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner